ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება.„უნდა გახვიდე, სიტუაცია გადალახო, ჩიხში არ უნდა შეხვიდე, შენი თავი არ უნდა დააპყრობინო არც ერთ უცხოელ დამპყრობელს, ძალიან რთულია, ამ დროს შეიძლება შიგნით ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობები არ შეგვეძლოს. დღეს როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა, გამოსავალი იქნება. ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევეცადოთ, რომ ის დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
1769523974
1769176430
საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავსსაქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა. ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში. ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ — მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია.
1769161896
სინოპტიკოსები 24-25 იანვარს საქართველოში ნალექიან, ხოლო 26 იანვრიდან უნალექო ამინდს ვარაუდობენგარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 26 იანვრიდან კი უნალექო.„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769154488
მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე: მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზეჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება აქვს რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების საქმიანობით დამთავრებული“, - განაცხადა მინისტრმა.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.ლევან მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ახალი ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა.„პირველ რიგში, უკრაინის ახალი ელჩის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, ის იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა, რა მიზნითაც წინა ელჩი გაიწვიეს, როგორ ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას და რუსეთის თამაშებში ქვეყნის შეთრევას. იმედია, ეს პროცესები ასე არ იქნება. იმედია, ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მათი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა • 1769524734
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს, უკრაინა ევროკავშირში მომდევნო წელს გაწევრიანდება. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან საუბრის შემდეგ წერს.ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ავსტრიის კანცლერთან უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.„ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კრისტიან შტოკერთან საუბრისას, განვიხილეთ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება. რუსეთი ყოველდღიურად ებრძვის ენერგეტიკას, რათა უკრაინელები სინათლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ. ამიტომ, ვაფასებთ, რომ გასულ კვირას ავსტრიამ გამოყო თანხები ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად. გმადლობთ. განვიხილეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის სხვა გზები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შტოკერთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტულ დროს, 2027 წელს მოხდეს.„ასევე, მას ვაცნობე გასულ კვირას ემირატებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ სამხედრო საკითხები, ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ევროპის ერთობლივი სიძლიერე შესაძლებელია, კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური წვლილის წყალობით. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე – 2027 წელზე და ველოდებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერას პარტნიორებისგან. ბატონი კანცლერი მოვიწვიე უკრაინაში ჩვენი დიალოგის გასაგრძელებლად, უკვე პირადი შეხვედრის დროს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მსოფლიო • 1769524419
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება.„უნდა გახვიდე, სიტუაცია გადალახო, ჩიხში არ უნდა შეხვიდე, შენი თავი არ უნდა დააპყრობინო არც ერთ უცხოელ დამპყრობელს, ძალიან რთულია, ამ დროს შეიძლება შიგნით ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობები არ შეგვეძლოს. დღეს როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა, გამოსავალი იქნება. ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევეცადოთ, რომ ის დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზოგადოება • 1769523974
ფაქტია, რომ მას აქვს პოლიტიკა შეცვლილი. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.მისი თქმით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არაფერი შეცვლილა და ქვეყანა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა.ნინო წილოსანის განცხადებით, კარგი იქნება თუ ზელენსკი ომის დასასრულებლად გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.„უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას უკვე ხშირად ახსენებენ, მათ შორის ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები, რომ მას ომი წაგებული აქვს. რომ ის თანხები, რომელიც ამ ომის გამოსაკვებად მიდიოდა მასთან დიდი კორუფციული სქემის ნაწილია. ამ განცხადებების ფონზე და იმის ფონზე, რომ აშშ უკვე პირდაპირ ომის დასრულების და მშვიდობის დადგომის მომხრე არის, რა თქმა უნდა თავად ზელენსკის პოზიციონირებასაც ძალიან ასუსტებს. უმძიმესი იყო მისი ხილვა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან და მისი ხელისუფლების შემადგენლობისგან არაფერი კარგი არ გვახსოვს ადამიანურად ნამდვილად მეცოდება, როგორ შევა ის ქვეყნის ისტორიაში, რა დამართა მან უკრაინას, რა ელის უკრაინას მომავალში. და ამ შედეგებს, რომელსაც ახლა შეიძლება პირდაპირ არ ჩანს, ისინი ათწლეულების მანძილზე და მთელი ისტორიის მანძილზე იწვნევენ. ის უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.თუმცა ნაბიჯი, რომელიც მან ახლა, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით გადადგა საკმაოდ არათანმიმდევრულია ამ განცხადებებს თუ ჩავთვლით და ჩავთვლით იმას, რომ სრულებით უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ გაიწვია მან საქართველოდან ელჩი. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მუდმივად მეგობრობის და პარტნიორობის რეჟიმში ვიყავით. ჩვენკენ არაფერი არ შეცვლილა. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკა შეცვლილი. ჩვენთვის, ელჩი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანასთან საურთიერთობოდ. ამავდროულად, ჩვენ ნამდვილად ვგულშემატკივრობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. იმიტომ, რომ რეგიონში ამხელა საომარი პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ მუდმივად ვართ რისკების ქვეშ, რომელსაც ვცდილობთ დავაღწიოთ თავი და ეს ქვეყანა არ გავხვიოთ ცეცხლის ალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
პოლიტიკა • 1769523777
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოსთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.ვოლსკის თქმით, მაია სანდუს საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და, შესაბამისად, არ შეიძლება მის განცხადებას რაიმე ფასი ჰქონდეს.„ომის შიში ციდან ჩამოტანილი თემა არ არის. სანდუც და ყველა მისნაირი მხარს უჭერდნენ, რომ საქართველოში პროცესები განვითარებულიყო და სისხლი ისე დაღვრილიყო, როგორც უკრაინაში. იქნებ სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა. თავისი ქვეყანა გააუქმა. აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება როცა ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და რა დახმარება უშველის, არ ვიცი. სანდუს საკუთარ ქვეყანაში არც მხარდაჭერა აქვს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. ქვეყანას ჭამს კორუფცია, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბებითაა. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არ ტოვებს არანაირ შთაბეჭდილებას, რომ ოდესმე მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და ჩვენთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და რეალურად საკმაოდ საფრთხის შემცველია გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მან ეს ძალიან კარგად იცის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. არ შეიძლება, მისი არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება სერიოზულად იყოს აღქმული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.
პოლიტიკა • 1769523556
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.ასევე, არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალი • 1769517462

















